პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება.
ევროპარლამენტარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „ევროკავშირის კანდიდატობისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს.
„ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა აღმოფხვრას.
ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმე წინ არის“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
?? President @Zourabichvili_S took a difficult but the only right decision by pardoning Mr #Gvaramia. It is in the interest of #Georgia to reduce polarisation & undo the injustice prevalent in its judiciary.
?? One step closer to candidacy, several more to go.— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) June 23, 2023
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.
ვრცლად წაიკითხავთ აქ:
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას
გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო