დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც “ავტორადიოს” თბილისის მერიიდან აცნობეს, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე მოეწყობა ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელი.