LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი გოგო მომეწონა, ხომ უნდა მიმხვდარიყავი ჩემს განცდებსო.. პრინცესა მოსწონებია“ – რა კადრებს გვიზიარებს თამარ ტალიაშვილი

201
Untitled design

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას უზიარებს პრინც ხუან იოანე ბაგრატიონთან და ქრისტინე გაბრატიონთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელშიც თამარ ტალიაშვილი საკუთარ შვილთან ერთად არის წარმოდგენილი.

ფოტო ოპერის თეატრშია გადაღებული. როგორც თამარ ტალიაშვილის სტატუსიდან ირკვევა, მის შვილს პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონი მოეწონა:

„ნიკო ენერგიულად მექაჩება პიჯაკის სახელოზე – დედი, ერთი გოგო მომეწონაო. მე არ დავჯერდი ამ ზოგად ფრაზას და დეტალებში ჩავეძიე. თეთრი კაბა ეცვა, ერთად სურათი გადავიღეთო – ამიხსნა აქცენტით, შენც იქ იყავი, ხომ უნდა მიმხვდარიყავი ჩემს განცდებსო.

პრინცესა მოსწონებია.

აი, ასეთ ამბებში ვართ, ქრისტი“, – წერს თამარ ტალიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები