LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ღერი აღარ მცვივა” – რა რჩევას გვიზიარებს ალექსანდრა პაიჭაძე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

3649
BeFunky-collage (11)

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, გამომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად, ალექსანდრა თავის “ინსტაგრამ” გვერდზე თმის ცვენასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ თმას ყოველთვის იბანს შამპუნით, რომელშიც „მუმიოს“ დაფხვნილი ტაბლეტები აქვს ჩაყრილი.

როგორც ალექსანდრა აღნიშნავს, შედეგი ძალიან ეფექტურია.

„ერთი ღერი აღარ მცვივა. სცადეთ თქვენც? მაინტერესებს, რა შედეგი გაქვთ. ჩემს ახლო მეგობრებს ყველას კარგი შედეგი აქვს“ – ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები