LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დინამიკი აქეთ ყურში გირტყამს, მეორე იქიდან, ეს დარეგულირდება – კახა კალაძე

20170814165456

“ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, რომლის საფუძველზეც რეგულირდება ხმაური,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელ ზონებში დაწესდა ლიმიტი, რამდენი დეციბალი არის დასაშვები. ამ ყველაფრის მოწესრიგება და განხორციელება კი დედაქალაქის მუნიციპალიტეტს დაევალა.

მისივე თქმით, თბილისს ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან აღნიშნული რეგულაციები დაცული არ არის, განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში.

“საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა და, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ არეალებსა და უბნებში გათავსებული სასტუმროები. ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ამის მოგვარება.  კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი იქნეს მოწესრიგებული და დარეგულირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვერჩით, არავის არ ვუშლით: კაფეც უნდა იყოს, ბარიც უნდა იყოს, დისკო კლუბებიც უნდა იყოს, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ხდება, გადმოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, აწეული აქვთ ბოლო ხმაზე და ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას. სრული ქაოსი ხდება, არაკომფორტულია, მიხვიდე, დაჯდე და ადამიანმა ისაუბრო – ერთი დინამიკი აქეთ ყურში გირტყამს, მეორე იქიდან. ეს არსად მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ ქალაქში არ ხდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის მეთაურმა მერიის შესაბამის ორგანოებს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე დროში მოგვარდეს ეს პრობლემა.  კალაძემ სასტუმროების ბიზნესი განვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ე.წ. ხმაურის პრობლემით სერიოზულ პრობლემები ექმნებათ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

“Google-ის რუკაზე, როდესაც თბილისზე არის საუბარი, წითლად არის აღნიშნული კონკრეტული ადგილები, სადაც რეკომენდებული არ არის დარჩენა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა იმათთვის, ვინც სასტუმროების ბიზნესი წამოიწყო, ხალხი დაასაქმა და იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს 2 დინამიკი და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ  მაღალ ხმაზე გადაფარავს ერთი მეორეს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ. კიდევ ერთხელ ვიძახი: ჩვენ არც ბარებს ვეწინააღმდეგებით, არც კაფე-კლუბებს, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება წესრიგი და კანონის ფარგლებში მოქცეული ქმედებები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები