LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი და იგივე ყელში ამოუვიდა ხალხს” – კონსტანტინე გამსახურდია “თბილისობაზე”

228

“თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“მახსოვს, “თბილისობები” ჩემი სტუდენტობისას დაიწყო: უამრავი ხალხი მოდიოდა, იქაურობა ვეღარ იტევდა ბრბოს. მაგრამ ძალიან ბევრს არაფერიც არ ხვდებოდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს ყურში ჩამესმა გაღიზიანებული რუსი ვიზიტორის ხმა:

“Eto ne Tbilisoba, eto aferistoba!”

იმავე ხანებში ანსამბლ “ივერიას” სოლისტი, თ. წიკლაური ასეთ ტექსტს მღეროდა: “დღეგრძელი იყოს ის თბილისელი, / ვინც ჩვენი ოცნება საქმედ აქცია! / და სევდიანი დღე შემოდგომის, / დღესასწაულად გადაგვიქცია!”

მნიშვნელობა არ ქონდა იმას, რომ ის კაცი სულ არ იყო “კარენოი” თბილისელი. მთავარია ხომ აქცია ოცნება საქმედ. არადა ეს ყველაფერი რაღაცნაირი ორთქლის გამოშვება იყო მაშინ.

ისე, როგორც მე მინახავს ევროპის რამოდენიმე დიდ ქალაქში, აქ შეიძლებოდა რეგიონების პავილიონების გაკეთება (კახეთის, ქართლის, სამეგრელოს და ა.შ.) სადაც გაიყიდებოდა შემოდგომის მოსავლის სხვადასხვა პროდუქტი – იქნებოდა ბაზრობა და უფასოდაც დაურიგებდნენ ხალხს ღვინოსა და მწვადს. და რა თქმა უნდა ისე, რომ იქაურობა ერთ დიდ სანაგვედ არ იქცეს.

წადით, გაიგეთ, აკრიფეთ ინფორმაციები როგორ კეთდება ასეთი დღეები სხვაგან, რა არის ძირითადი და შეცვალეთ ფორმატი, თორემ ერთი და იგივე ყელში ამოუვიდა ხალხს.“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

https://www.facebook.com/konstantine.gamsakhurdia/posts/10212715728106076?pnref=story.unseen-section

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები