LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს”: ბათუმის მერიის თანამშრომელი

419
ხასია 3

ბათუმის მერიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დმანისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მალევე მისი თანამდებობა შეეწირა.

“ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს” – დაწერა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემურ ხასიამ საქართველოში მომხდარ 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე.

მოგვიანებით ხასია, ეს პოსტი წაშალა, თუმცა, ფოტოს TV 25 -მა გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც ხასიამ მიწისძვრის შესახებ პოსტი წაშალა, ასევე დაწერა, რომ სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს, თუმცა ეს პოსტიც წაშალა.ამ ინფორმაციასაც TV25 ავრცელებს. 

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით, დმანისში 6, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც თბილისსა და რეგიონებში შენობების ნაწილი დააზიანა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები