LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ავტომობილი სავაჭრო ცენტრში შევარდა, ერთი ქვეითებს დაეჯახა – სამი ავარია ბათუმში და 3 დაშავებული, მათ შორის ერთი მოზარდი

220
ავარიებიბათუმში

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო თანმხლები პირი კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მოქალაქე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ცენტრში შევარდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები