LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი სიმინდს გააჩნია ტყვიის გამომძევებელი ეფექტი“  – თემურ მიქელაძე ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციაზე

1448
miqeladze2025

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტყვიით ინტოქსიკაციის ფაქტებზე ისაუბრა, მიზეზები განმარტა და პრევენციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე არასდროს მიმითითებია პაციენტისთვის, რომ ტყვიის შემცველობა განსაზღვროს სისხლში, თვითონ იკეთებენ ანალიზს, არ უნდა ავყვეთ პანიკას. საყურადღებოა, საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. ათი პაციენტიდან მყავდა ორი ბავშვი, ერთს ჰქონდა 120, მეორეს – 122. აღმოჩნდა, რომ სახლში ჰქონდათ დიდი რაოდენობით სათამაშოები. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდათ, თვითონ გაუკეთა მშობელმა ანალიზი. რა უნდა ვურჩიო ამ დროს? ერთადერთი სიმინდს გააჩნია ტყვიის გამომძევებელი ეფექტი, მჭადი, ღომი შევთავაზე. სისხლის ანალიზი გავაკეთე, რკინა განვსაზღვრე, ორივე იყო ნორმა. რკინაც მაღალი იყო, ჰემოგლობინიც, სისხლში არანაირი პარამეტრი არ იყო პრობლემა, კალციუმი იყო ნორმა. ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში, თუ სწორად იკვებება. მეორე პრობლემა შეიძლება იყოს სიმსუქნე. ასეთ პაციენტთან ექვსი თვის სწორი კვების შემდეგ ტყვიამ უნდა დაიწიოს, ეს არ არის კატასტროფა.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზი არის სათამაშოები, ეს არის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. განსაკუთრებით ორიდან შვიდ წლამდე ბავშვები არიან სოციალურად აქტიურები, ბაღში მიდიან, სკოლაში იწყებენ სიარულს. მათ უფრო მეტი შეხება აქვთ ამ მავნე, მომწამვლელ ნივთებთან. თქვენ თუ შეხვალთ სათამაშოების მაღაზიებში, სპეციფიკურ სუნს იგრძნობთ. მე სულ ვეუბნები იქ მომსახურე პერსონალს, თქვენ როგორ ჩერდებით აქ-მეთქი. ეს არ არის მარტო ტყვიის შემცველობა, იქ არის სხვა მავნე, მომწამლავი ნივთიერებები. ეს ყველა სათამაშოების მაღაზიას არ ეხება, რა თქმა უნდა. შევსულვარ ისეთი სათამაშოების მაღაზიებში, რომლებიც ორჯერ მეტი ღირს და იქაც შეიძლება იყოს ეს სუნი. იქ არის სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც უფრო სწრაფად იწვევენ მოწამვლას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საყურადღებო სიტუაცია გვაქვს, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს“, – განაცხდაა თემურ მიქელაძემ  საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები