დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ახალი ბიუჯეტით არსებული გამოწვევები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული - საბა ბუაძე
"საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება".
„დღეს განიხილება მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის 2023 წლის ბიუჯეტი. რაც მე ვნახე, ის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, შარშანდელი ბიუჯეტის ინერციით გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება. სინამდვილეში, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, ის 121 მილიონით იკლებს. ერთადერთი, სადაც ზრდა ფიქსირდება, ეს არის ხელფასების საკითხი. სხვა ყველა მიმართულებით, როგორებიცაა სოციალური, რეკრეაციული, გამწვანების ნაწილი გვაქვს საგრძნობი კლება. ერთადერთი, სადაც დაფინანსება გაიზარდა, ბიუროკრატია და ხელფასებია. ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორიცაა უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საკითხები, ამ ბიუჯეტით კვლავ მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.