LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი რაზეც ამჯერად სააკაშვილი იბრძვის და რაზეც ექიმები ზრუნავენ, მისი რეაბილიტაციაა: ადვოკატი

108
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

მან მედიასთან სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რასაც ახლა ყოფილი პრეზიდენტი ებრძვის არის ის ტრავმა, რომელიც არაადამიანური მოპყრობის გამო მიადგა:

“ერთადერთი რაზეც ამჯერად მიხეილ სააკაშვილი იბრძვის და რაზეც ექიმები ზრუნავენ, არის მისი რეაბილიტაცია იმ ტრამვისგან (პოსტტრავმული სინდრომი) რაც მას მიადგა არაადამიანური მოპყრობისა და წამების გამო.” – განაცხადა თუთბერიძემ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფიაც:

“ფიზიკური მდგომარეობა სახეზეა, თუნდაც გამონაყარი, ან გადაადგილების პრობლემები და სხვა, ამიტომ, ჩემი აზრით, მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მეტ ყურადებას საჭიროებს, ეს ცალსახად ჩანს, როდესაც ადამიანს ეკონტაქტებით.” – აღნიშნა ნაყოფიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები