LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება"

93
1489319069

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

„ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ოკუპანტები შემოდიან და პირდაპირ სახლებიდან ყრიან ადამიანებს, ოკუპანტები სალოცავებიდან, საკუთარი ბაღებიდან იჭერენ, აკავებენ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევაზე და მიჰყავთ იზოლატორებში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართავს გამყიდველი მთავრობა, რომელი მთავრობაც გარიგებულია კრემლთან, რომ საქართველოს შემოაღობინებს, გადააღობინებს, გადაახვნევინებს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები