“ერთადერთი გზა არის ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან “დირსში” დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შენობაში ძალისმიერი შეჭრა არ არის გამოსავალი და ამ გზით ადამიანები საცხოვრებლით ვერ დაკმაყოფილდებიან.
“სხვანაირად, ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი უბრალოდ არ გვაქვს ამისთვის. რიგითობა უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან. ახლა კონკრეტული პრობლემა არის ის, რომ დევნილების ნაწილს არ აკმაყოფილებს მეთოდოლოგია. რამდენჯერმე შევხდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ ამ საკითხს. ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება,”- განაცხადა სერგეენკომ.
“დირსის” ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დევნილთა ნაწილი ისევ რჩება. დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გარანტიას არ მიიღებენ, რომ ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ. როგორც იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილთა ნაწილი უკვე მეექვსე დღეა, შიმშილობს.