LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთად ევროპისკენ” ორგანიზატორებმა კარლ ჰარცელს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცეს

54
Untitled design

აქციის “ერთად ევროპისკენ” ორგანიზატორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს – კარლ ჰარცელს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცეს.

ინიციატივის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათი არჩევანია და ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.

“5 ივნისს გაიმართა აქცია და რესპუბლიკის მოედანზე გამოიფინა ევროკავშირის უზარმაზარი დროშა, რომელზეც მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს და დაადასტურეს, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. შევუთანხმდით ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს და ჩვენი, მოქალაქეების სახელით გადავცემთ ამ დროშას, რომელიც წავა ბრიუსელში”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო სვანიძემ.

შეგახსენებთ, აქცია “ერთად ევროპისკენ” 5 ივნისს გაიმართა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპის გარდა – სხვა მიმართულება არ აქვს.