რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. “ნაციონალურ მოძრაობა,” “ევროპულ საქართველო,” “ლელო” და “გირჩი,” თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თავის მხარდამჭერებთან ერთად ადგილზეა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, არსებულ ვითარებას სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილიას” და “შეცვალეს” წევრებიც აპროტესტებენ. აქციის წინ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. “ერთად ერთის წინააღმდეგ” – ეს არის ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო მოძრაობის მთავარი გზავნილი.
“ეს არის მხოლოდ დასაწყისი, დასაწყისი ბრძოლის, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით,” – მიმართა დემონსტანტებს სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა და მოუწოდა ტრადიციულად ტაში დაეკრათ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და დაიშალოს დღეს არსებული ცესკო-ს შემადგენლობა.
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნას არ შესარულებს ხელისუფლება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
ამ წუთებში აქციაზე პოლიტიკური ლიდერები გამოდიან.