„ადამიანებისათვის სიკეთის კეთების გამარტივება“ – ამ მიზნით 7 ოქტომბერს, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, სადაც ქართველი და უცხოელი დიზაინერების მიერ შექმნილი ახალი და ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი.
საქველმოქმედო ღონისძიებაში ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანიც იყო ჩართული. მისი განცხადებით, ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ტაბითას“ მისია საქველმოქმედოა და ღონისძიებაზე შემოსული თანხა ჰოსპის ფერისცვალებაში გადაირიცხა. ისინი უსასყიდლოდ უვლიან მოხუცებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.