LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთა ლიგის სიმბოლური ქართულია: ჩაკვეტაძე სულ ყველაზე კარგი

KJR_6048

სტატისტიკურმა გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგის D დივიზიონის ბოლო, მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ოთხი ქართველი მოხვდა.

დ. ნეგოგოდოვი (7.3, ყაზახეთი) რ. სავალნიექსი (6.9, ლატვია), გ. სიუიმბაევი (7.2, ყაზახეთი), ს. მუჟიკოვი (7.6, ყაზახეთი), ს. კვირკველია (7,8, საქართველო), ვ. იაგოდინსკისი (7.3, ლატვია), გ. მერებაშვილი (7.6, საქართველო), მ. ვალესი (7.6, ანდორა), ვ. ყაზაიშვილი (7.4, საქართველო), კ. მარტინესი (6.6, ანდორა), ჩაკვეტაძე (8.7, საქართველო)

ტურში საუკეთესო მოთამაშედ ჩაკვეტაძე აღიარეს, რომელსაც 8,7 ქულა დაუწერეს – მსგავსი შეფასება ჩვენს ჯგუფში არ დაწერილა. გიორგი ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. Whoscored.com-მა ჩაკვეტაძეს საშუალოდ 8,2 შეფასება დაუწერა.

შეგახსენებთ, ნაკრების 19 წლის დებიუტანტი ერთა ლიგის პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გახდა.

ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში კი საქართველოს ნაკრებიდან რვა კაცი მოხვდა.

გ. ლორია (6.8 – საქართველო), ო. კაკაბაძე (7.2 – საქართველო), გ. კაშია (7.3 – საქართველო), ს. კვირკველია (7.6 – საქართველო), გ. სიუიმბაევი (7.8, ყაზახეთი), ჯ. კანკავა (7.7, საქართველო), გ. ჩაკვეტაძე (8.2 – საქართველო), ნ. კვეკვესკირი (7.3 – საქართველო), ბ. ისლამხანი (7.4 – ყაზახეთი), ვ. ყაზაიშვილი (7.2 – საქართველო), დ. რაკელსი (6.7 – ლატვია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები