Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ერთა ლიგაზე ნაშოვნი ფული ქველმოქმედებას მოხმარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთა ლიგაზე ნაშოვნი ფული ქველმოქმედებას მოხმარდა

161
KJR_1263_0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით, საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი თანაბრად მიიღებს.

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ – სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები ეხმარებიან.

თანხა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში გადაირიცხა, ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდისა და ციცინათელების სახლის ბენეფიციარები მოინახულეს. სტუმრებმა ფონდების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური გადასცეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში, მემორანდუმი გაფორმდა ფეხბურთის ფედერაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის. ლევან კობიაშვილმა და ია მაქაცარიამ 100 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დონაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდებათ.