LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ თვეში შემოწმებული 120-მდე სამშენებლო ობიექტიდან უსაფრთხოების ნორმები ყველგან დარღვეულია

150
mshenebloba

23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ყველა შემოწმებულ ობიექტზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევები, მათ შორის 53 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა, სხვა შემთხვევაში კი ობიექტებს 10- დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები