თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა, – ამის შესახებ ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.
“აღსანიშნავია, რომ თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ–ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.