LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია: დავით ჭიჭინაძე

124
chichi 4

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

მისივე თქმით, რაც უფრო გამათხოვრებულია საზოგადოება, მით ნაკლები ფულია საჭირო ამ უძრავი ქონების და ბიზნესების საყიდლად.

„კოვიდის პირობებში მხოლოდ ეს ორი სტრუქტურა აგრძელებს ინტენსიურ შესყიდვებს.

შედეგი: ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებშიც მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს.

მუშკეტერები და „ოცნების“ ლიდერები, ვინც ქვეყნის აბსოლუტური უზურპაცია-პრივატიზება მოახდიანა და სახლებში მონებივით შერეკილი ადამიანები; მთავრობა, რომელიც ათწლეულებზე გველაპარაკება, მაშინ, როდესაც ხვალ რა უნდა გააკეთონ ის არ იციან “,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები