LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)

423
BeFunky-collage

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა საერთაშორისო დახმარების უფრო აქტიურად მოთხოვნა.

„ძალიან დიდი გამოცდაა სახელმწიფოსთვის რას მოიმოქმედებს და როგორ უფრო სწრაფად იმოქმედებს ის ვაჟას გადასარჩენად. ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა.

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

ამიტომ ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოს უნარიანობას და აგრეთვე, საერთაშორისო გამოხმაურებასაც. ეს არ არის ლოკალური, იძენს ფართო მასშტაბის სახეს,საერთაშორისო აქტივობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.”,-  განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ თამილა ლაფანაშვილმა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)

„მოვუწოდებ დე ფაქტო მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება ადამიანებს..."

რაც შეეხება მის მდგომარეობას, როგორც დაკავებული ექიმის შვილმა „ფორტუნასთან“ აღნიშნა, ბოლო ინფორმაციით, მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კარგადაა, ფიზიკურად ნორმალური მდგომარეობა აქვს“ – ამბობს ირინა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცეს

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-11 დღეა ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია.ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები