LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთმა კანადელმა ავიაძრავიანი Ferrari შექმნა

14

კანადის მოქალაქემ – რაიან მაკქუინმა საკუთარი ინიციატივით – სუპერქარის – Ferrari Enzo-ს ავიაძრავიანი მოდელი შექმნა.

შექმნის პროცესი 12 წელს გაგრძელდა და პროექტის ღირებულებაა 90,000 კანადური დოლარი. მოდიფიცირებულმა სუპერქარმა ახალი სახელწოდება – Insanity მიიღო.

ახალი მოდელის შემქნის პროცესი ავტორმა 2004 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აღნიშნული მოდელით ედმონტონის შეჯიბრზე იასპარეზა.

მაკქუინმა გაყიდა მისი ძველი ავტომობილი Chevrolet Corvette და აღებული ფულით აუქციონზე ორი რეაქტიული ძრავი შეიძინა.

მაკქუინის განცხადებით, მან არ იცოდა ავტო-წარმოების არც-ერთი დეტალი, არც საინჟინრო გამოცდილებას ფლობდა იმ პერიოდისთვის, როცა Ferrari Enzo-ს მოდიფიცირება დაიწყო.

Enzo-ს გარეგნული მეტალის კონსტრუქციის აგებას მხოლოდ 2-დან 5 წლამდე დასჭირდა. დანარჩენი დრო მთლიანად გამოუცდელი, მოყვარული კონსტრუქტორის მიერ, მოდელის ავიაძრავზე მოდიფიკაციას დაეთმო.

Instanity – იწონის 1723 კილოგრამს და შეუძლია განავითაროს 650 კმ/სთ-ს. საწვავის გამოყენების მხრივ, აღნიშნული მოდიფიკაცია არც ისე კომფორტულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები