LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთი შეხვედრის დროს ევროპარლამენტის თანამშრომელმა ირიბად გაამართლა ბიძინა ივანიშვილი, რაზეც გივიმ სიტყვა ითხოვა, დიალოგი ასე გამოიყურებოდა…” – რას იხსენებენ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ გივი კუბლაშვილზე

2700
BeFunky-collage (6)

მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო აქტივისტთან, გივი კუბლაშვილთან, დაკავშირებით ისტორიას იხსენებს.

ამის შესახებ კვახაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შემთხვევა ბრიუსელში, ევროპარლამენტში მოხდა.

„ბიძაშვილმა უყურა ტრაგედიის ამსახველ კადრებს, თავი რომ ასწია პირდაპირ შუბლშია მოხვედრილი.. ორი შვილი დარჩა.. მამაც ტრაგიკულად დაეღუპა“ – გარდაცვლილი აქტივისტის, გივი კუბლაშვილის მეგობარი ტრაგედიის დეტალებს გვიყვება

“თავზარი დამცა გივიკოს გარდაცვალების ამბავმა. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო:

დაახლოებით 2017 ან 2018 იქნებოდა. ბრიუსელში ვართ მე და გივი ევროპარლამენტში თრენინგზე. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ევროპარლამენტის თანამშრომელმა ირიბად გაამართლა ბიძინა ივანიშვილი, რაზედაც გივიმ სიტყვა ითხოვა და დისკუსიაში შევიდა მომხსენებელთან. დიალოგი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა?

გივი: Don’t you know, that during Ivanishvili’s regime his political opponents are arrested? (განა არ იცით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დროს მისი პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან?)

მომხსენებელი: Yes (დიახ)

გივი: Don’t you know that Ivanishvili has a 1% share in Gazprom? (განა არ იცით რომ ივანიშვილს 1% წილი აქვს გაზპრომში?)

მომხსენებელი: Yes (დიახ)

გივის უნდოდა ეთქვა “ხოდა გამარჯობა შენი”, მაგრამ არ იცოდა ამ გამოთქმის ინგლისური შესატყვისი, ხოდა ეს ფრაზა პირდაპირ გადათაგმნა ინგლისურიდან, გაშალა ხელები და ემოციურად უთხრა “So, hello!” მერე ლუდის ბარში ამაზე ვიცინოდით. ასეთი იყო, მუდამ მხიარული და ახალგაზრდა, სულიერადაც და ხორციელად. სულ იმაზე ღადაობდა, რომ დორიან გრეის ქართული ვერსია ვარო და ასაკი არ მეკარება.

მშვიდობით გივი! ღმერთმა ნათელში გამყოფოს!” – წერს ალექსანდრე კვახაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები