პარიზის ტერაქტების მონაწილე ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედრის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა სირიული პასპორტი იპოვეს, ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
სხვა დეტალები ამ დრომდე არ არის ცნობილი.
შაბათ ღამეს პარიზში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 128 ადამიანი გარდაიცვალა, 250 დაჭრილია, მათგან 98 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.