საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ პირველ გამარჯვებულებს მოგებული თანხა გადასცა, პლაზმური ტელევიზორით დაჯლდოვდა ტირაჟიანი,,ლოტო 6/36’’-ის პირველი ბილეთის მფლობელიც.
საქართველოს ეროვნული ლატარიის ,,ლოტო 6/36’’-ის პირველი გათამაშება 20 მარტს გაიმართა და მას უკვე ჰყავს 300 გამარჯვებული, მაქსიმალური მოგებით 7888 ლარი. თბილისში მცხოვრებმა ჯემალ ტყეშელაშვილმა მე-3 საპრიზო კატეგორიაში გაიმარჯვა, მან ლოტოტრონით გამოვლენილი ციფრების კომბინაციიდან 5 ციფრი ამოიცნო და სწორედ ის გახდა 7888 ლარის მფლობელი.
პირველი სოლიდური თანხა გათამაშდა მომენტალური გათამაშების ლატარია ,,შვიდიანშიც’. ნინო ბაღდუაშვილმა მომენტალური გათამაშებისას 2000 ლარი მოიგო. პლაზმური ტელევიზორით დაჯილდოვდა ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის პირველი ბილეთის მფლობელი ბადრი დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნული ბილეთი ეროვნული ლატარიის გაყიდვების დაწყების დღეს, თბილისში, დადიანის ქ.2-ში მდებარე ლოტოს ჯიხურში, დილით 9 საათზე შეიძინა.
პირველ გამარჯვებულებს და ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთის პირველ მფლობელს საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მოგებული თანხა და საჩუქარი ლატარიის სერვისცენტრში საზეიმო ვითარებში გადასცა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ,,მათთვის დიდი პატივია ადამიანებისთვის სიხრულის მინიჭება და ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობის მიცემა’’.
ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის მეორე გათამაშება 23 მარტს, პარასკევს, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება.
,,ლოტო 6/36’’-ის გათამაშების საპრიზო ფონდი- ჯეკპოტი ამ დროისთვის 508 811 ლარია. ტირაჟიანი ლატარია რეგულარულად, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, რუთავი2-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე 20:45 სთ-ზე გათამაშდება. ლატარია ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთის ღირებულება 2 ლარია.
ტირაჟიანი ლატარიის გარდა, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საზოგადოებას მომენტალური გათამაშების სამი ახალი თამაში ,,შვიდიანი’’,,ოქროს საწმისი’’, და ,,ფარაონი’’, შესთავაზა, რომელთა მაქსიმალური მოგება 20 000 და 50 000 ლარია. მომენტალური გათამაშების ლატარიის ბარათების ღირებულება ორი და სამი ლარია. სამივე მომენტალური გათამაშების საპრიზო ფონდი უპრეცედენტოა და 16 570 000 ლარს შეადგენს.