საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
აუქციონის შესახებ ინფორმაციას სები ავრცელებს.
”2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3264 შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.