„ეროვნული ფორუმი“ პრეზიდენტს მიმართავს თხოვნიოთ, გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები.
კახა შარტავას თქმით, მათი იურისტები და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „კაბელების საქმეზე“ მჯავრდებულთა უდანაშაულობა უფრო იკვეთება, ვიდრე ბრალეულობა. ამავე დროს, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარს აძლევს.
„ამან შეიძლება რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს,“ – ამბობს შარტავა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება.