LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება

78

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, თბილისში გაიმართება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს, მედიას დეტალურად გააცნობს კომიტეტის გადაწყვეტილებას და უპასუხებს მათ შეკითხვებს. დაინტერესებულ პირებს კობა გვენეტაძის პრესკონფერენციისათვის თვალყურის დევნება FACEBOOK LIVE – ის მეშვეობით ეროვნული ბანკის FACEBOOK გვერდზე შეეძლებათ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან და პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები