LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება სანქციების დაცვის მონიტორინგი“ – არჩილ მესტვირიშვილი

122
არჩილ მესტვირიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სანქციების დაცვის მონიტორინგს ეროვნული ბანკი ახორციელებს. არჩილ მესტვირიშვილმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ. ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

 

„2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო“ – არჩილ მესტვირიშვილი

ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, შესაძლოა, გადაიხედოს – ეროვნული ბანკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები