LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის დავალებები გამარტივდება

121

ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის დავალებები გამარტივდება.

ამის შესახებ განცხადება  “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც  2018 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მუშაობს ჯგუფი, რომ მათემატიკის გამოცდაში მარტივი დავალებების ხვედრითი წილი გაიზარდოს. მიზეზად კი ის ფაქტორი დაასახელა, რომ მათემატიკის გამოცდის შედეგები, სხვა საგნებთან შედარებით, დაბალია.

“ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მცირდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც მათემატიკას ირჩევენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკა იმდენად მარტივი იქნება, რომ ვეღარ მოვახერხოთ იმის შეფასება, რისი შეფასებაც გვინდა,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.