LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის “შველი წყლის პირას” გამოიფინა

569

დიმიტრი  შევარდნაძის  სახელობის  ეროვნულ  გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის, ”შველი წყლის პირას”, პრეზენტაცია და ამავე ნამუშევრის მუზეუმისათვის გადაცემის ცერემონია შედგა.

„შველი  წყლის  პირას“  დიმიტრი  შევარდნაძის  სახელობის  ეროვნულ  გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინა.

ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში  შველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ხელოვანმა რამდენჯერმე დახატა. აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიად მიიჩნევა.

2011 წელს სურათი საქართველოს ფარგლებს გარეთ,  Sotheby’s-ის  აუქციონზე  გაიყიდა და ხელმეორედ გამოჩნდა 2016 წელს. ნამუშევარი აუქციონიდან ბიძინა  ივანიშვილმა  შეიძინა  და  ეროვნულ  მუზეუმს უსახსოვრა.

პირველად სურათი 1949 წელს აღმოაჩინეს მსახიობმა თამარ ციციშვილმა და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები