LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

109
ბოტანიკური

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება.

წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.

ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია.

უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო აუზი ექსპლუატაციაში შევა. ასევე, არსებულ სამარაგე ავზებს რეკონსტრუქცია უტარდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღის სარწყავი წყლის ცენტრალური მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები სრულიად ავტომატიზებული იქნება. მტკვრის სატუმბი სადგური კი, საიდანაც წყლის მოწოდება მოხდება, ახალი სატუმბი დანადგარებით აღიჭურვება, რაც მცენარეთა კოლექციების მოვლას გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ბიუჯეტი 1,5 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები