LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა

135
anwuxelidze

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა. ინფორმაციას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კედელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გახსნა.

„ეროვნულ ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გავხსენით გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, რომელსაც მალე ჩვენი ოსტატი თენგიზ მოდუ გააფორმებს“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე წლებია არსებობს დამოუკიდებლობის დარბაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიას ასახავს. ამ დარბაზში არის საქართველოს მავთულხლართებით დაფარული სიმბოლური რუკა. კედელს, სადაც ეს რუკაა განთავსებული, აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა.

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები