LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნულ ბანკს, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს ლარის გაცვლით კურსს და ეს ყველაფერი გადადის უდიდეს მავნებლობაში“ – ოთარ აბესაძე

166
ოთოაბესაძე

„დაპირებული იაფი საწვავი ინფლაციამ ანუ ლარის გაუფასურებამ შეჭამა,“ – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, საწვავის ფასნამატზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. როგორც აბესაძე წერს, საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნის დროა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, არგვინდა გვაქვს ქვეყანაში უდიდესი მონეტარული ტურბულენტობა. ეროვნულ ბანკს, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს ლარის გაცვლით კურსს და ეს ყველაფერი გადადის უდიდეს მავნებლობაში.

საქართველოს ისტორიაში რეკორდული თანხა, 300 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა ეროვნულმა ბანკმა აპრილში (ყოველგვარი მიზეზის გარეშე) ბაზრიდან და ამან გამოიწვია ის, რასაც ხედავთ ანუ 10-14 თეთრით გაუფასურდა ლარი.

რასაკვირველია ეს გაუფასურება მომენტალურად აისახებოდა ფასებზე. როგორც საწვავზე, ისე პროდუქტებზე, რადგან სამომავლო რეზერვები იმპორტიორებმა უნდა შეავსონ.

თუ იმპორტიორს ეს იქნება საწვავი თუ მაკარონი, ნაყიდი აქვს 2.5 კურსზე და უცებ 2.64 ხდება დოლარის ფასი, ისიც მომენტალურად აწევს ფასს, რათა მომდევნო რეზერვების შეძენისას რაოდენობებზე დეფიციტი არ გაჩნდეს.

შესაბამისად, საწვავის ამ ფასნამატზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

P.S. დაპირებული იაფი საწვავი ინფლაციამ ანუ ლარის გაუფასურებამ შეჭამა.

დროა, კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ საქართველოში ეკონომიკური რეფორმები, გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი, დღგ გადავიდეს მცურავ რეჟიმზე, გაუქმდეს ლარიზაციის პროექტი და ამოქმედდეს მულტისავალუტო სისტემა.

უნდა მოვითხოვოთ ჩვენი შემოსავლის შესაბამისი ფასები როგორც საწვავზე, ისე სურსათზე“, – წერს აბესაძე.

 

“ბოლოს როდის, რამდენი ლარით ან რამდენი პროცენტით გაგეზარდათ ხელფასი?” – ოთარ აბესაძე

“ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან საფასო პოლიტიკაში უხეში ჩარევა ყოველთვის მოიტანს ზიანს!” – ოთარ აბესაძე მთავრობის ინიციატივის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები