LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში 24 აპრილს გაიმართება

41

იტალიელი შემსრულებელი ეროს რამაზოტი თბილისში ჩამოდის. მის ოფიციალურ გვერდზე (http://www.ramazzotti.com/) უკვე დაიდო ტურნეს კონკრეტული თარიღები. რამაზოტის თბილისამდე რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის რუსეთის დედაქალაქში, შემდეგ კი თბილისში ელოდებიან. საიტზე მითითებულია, რომ რამაზოტი კონცერტს სპორტის სასახლეში გამართავს. როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ბილეთები ტოპვარსკვლავების კონცერტებზე სიმბოლურ ფასად გაიყიდება.

საუბარია სხვა ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზეც.

რაც შეეხება ეროს რამაზოტის, ის საქართველოში პოპულარული რამდენიმე ჰიტის წყალობით გახდა. მათ შორის განსაკუთრებულია ტინა ტერნერთან დუეტი.

12874629_1145469075465726_1159613286_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები