სოფელ ჩორჩანასთან და ოკუპირებულ წნელისთან განვითარებული მოვლენები – ეს ის მთავარი საკითხია, რაზეც დღეს ერგნეთში ტექნიკური ხასითის შეხვედრაზე იმსჯელებენ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ის უკანონო ქმედებები, რაც სოფელ ჩორჩანასა და წნელისთან ხდება.
რაც შეეხება ოსური მხარის მოთხოვნას ქართული პოლიციის საგუშაგოს დაშლის შესახებ, ხელისუფლება არც კი განიხილავს.
დღეს ერგნეთში შეხვედრისას ქართული მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა
ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროშა და საგუშაგო სოფელ წნელისთან - ადასტურებს თუ არა სუსი ამ ინფორმაციას
გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დე ფაქტო რეჟიმის მიერ ე. წ. გამშვები საგუშაგოების ჩაკეტვა იქნება.
რაც შეეხება ოსური მხარის პოზიციას, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
მათი თქმით, ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განახლდება.
საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს – დევიდ კრამერი
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია, ოსური მხარე ხან ქართული ბლოკპოსტების აღებას ითხოვს, ხან საგუშაგოებს თავად აშენებს. ამ თემაზე ქართულმა მხარემ არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმულია, რომ ისინი ბლოკპოსტების აღებას არ აპირებენ.