LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ჩატარდება

70
ერგნეთი

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ჩატარდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ საქართველოს დაკავებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. საუბარია ინციდენტებზე, რომლებიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები