ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 99-ე შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც მოითხოვა, გამარტივდეს და აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება და მიეცეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.
რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა
ამბობს, რომ არ უღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლა – ზაზა გახელაძის მეუღლე