ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა.
მისივე ცნობით, დაშავებულია 61 ადამიანი.
ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა.
მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური მასალების მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია.