LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში შეიარაღებული პირები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ

242
660047542da79962716582

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. შენობასთან ასევე აფეთქდა ყუმბარა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით დაიჭრა. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაიყვანეს. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, პოლიციის შენობაშია.

წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები