LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში ერთი მძევალი გაათავისუფლეს

38

ერევანში, პოლიციის შენობაში აყვანილი მძევლებიდან ერთი გაათავისუფლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში კიდევ ხუთი ადამიანი რჩება მძევლად, მათ შორის აროს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

 

შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში გუშინ დილით შეიჭრა, შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 3 დაშავდა. თავდამსხმელები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა ოპოზიციური მოძრაობის „ახალი სომხეთის“ ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები