LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე კუხიანიძე შვილზე ნაწყენია: „ვიტყოდი, რომ ორი შვილი მყავს და ნუცა…“

3963
erekle-nuca-kuxianidze

ერეკლე კუხიანიძე, საკრებულოს წევრი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი, მსახიობ ნუცა კუხიანიძის მამაა და ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მეორე ქორწინებაში კი კიდევ ორი გოგონა შეეძინა. ნუცა კუხიანიძე მამის ცნობილ განცხადებას მალევე გაემიჯნა.

ერეკლე კუხიანიძე:

უნდა ნახოთ, რამდენი ადამიანი მწერს და მხარდაჭერას მიცხადებს. ჩემი გოგონა ტაქსიში ტელეფონზე ლაპარაკობდა და მძღოლი მიხვდა, ჩემი შვილი რომ იყო. უთხრა, გადაეცი, ყველა მის გვერდით ვართო.

ნუცაზეა ლაპარაკი?

რა თქმა უნდა, არა. ჩემს უმცროს ქალიშვილზე, რომელიც საკრებულოში წამომყვა და ჩემ გვერდით დადგა.

რამდენი შვილი გყავთ?

ვიტყოდი, რომ ორი შვილი მყავს და ნუცა.

ეს რას ნიშნავს, ნუცას შვილად არ თვლით?

ნუცა მთვლის მამად, როცა ჩემ წინააღმდეგ გამოდის?! ჩემი შვილია, ყველაფერს ვაპატიებ და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ ხომმ უნდა იფიქრო, რას ამბობ!

მას მერე გაუბრაზდით, რაც გაგაკრიტიკათ გაფრინდაშვილის ოჯახზე გაკეთებული განცხადების გამო თუ მანამდეც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ?

ჩვენ შორის ყოველთვის ასე იყო. ის არის ნაციონალური მოძრაობის მომხრე და მათი აპოლოგეტი, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე და ნუცას დედა უკვე 35 თუ 37 წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ნუცა მასთან გაიზარდა, მისი გავლენის ქვეშ და როგორი ინტერესები აქვს, არც ვიცი. ამ ყველაფრის შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ ახლა გული მეტკინა.

კონფლიქტი რომ გვაქვს, ერთია, მაგრამ ამას რომ ხმამაღლა ლაპარაკობ და თან, ამ სიტუაციაში, როცა ხედავ, მთელი მსოფლიო მამაშენს აგინებს… ამ დროს შენ კიდევ უმატებ იმის მაგივრად, რომ თქვა, არ მინდა ამაზე ლაპარაკიო…

თქვა, მამაჩემის გამო ვნერვიულობო…

ეტყობა, როგორც ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ჩემი შვილია და ურთიერთობა რომ აღარც მქონდეს, მაინც სიკეთეს ვუსურვებ. მას ჰყავს ორი ანგელოზი, ჩემი შვილიშვილები, რომლებიც ძალიან მიყვარს.

ელაპარაკეთ ნუცას ამ ტემაზე?

არა და არც არასდროს დაველაპარაკები…

ვრცელი ინტერვიუ ერეკლე კუხიანიძესთან შეგიძლიათ წაიკითხოთ „სარკის“ ახალ ნომერში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები