LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე გირგვლიანი ბაბი კირკიტაძეს: „იმედია, ახლა მაინც, როცა პროექტი დამთავრდა, არ შემზღუდავ და ვიტყვი, რომ შენზე ნიჭიერ, ქარიზმატულ და მიზანდასახულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ…“

954
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძის მეწყვილე, მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი აქვეყნებს ვრცელ სტატუსს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ასევე პროექტის ორგანიზატორებს და ასევე მთავარ მოქმედ გმირს, ბაბის:

„ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია რაც პროექტის მოგებას სდევს თან.

დაახლოებით რომ მიხვდეთ, გეტყვით რომ რეალობას აცდენილი გრძნობაა, რომლის სიტყვით აღწერაც ალბათ ზუსტი სისწორით არავის გამოუვა.

ჩემთვის მე-2 სეზონი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ  ბაბი კირკიტაძე – ეს უნიჭიერესი ადამიანი გავიცანი და მომეცა საშუალება მასთან ერთად პროექტში მონაწილეობოს სიხარული გამეზიარებინა!..

იმედია, ახლა მაინც, როცა პროექტი დამთავრდა, არ შემზღუდავ და ვიტყვი, რომ შენზე ნიჭიერ, ქარიზმატულ და მიზანდასახულ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ… ისეთი ადამიანი ხარ, ყოველდღე სიურპრიზებად ახალ-ახალ შესაძლებლობებს რომ ავლენს და ბოლო რესურსს წურავს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. სამაგალითო ადამიანი იქნები ჩემთვის ყოველთვის, ბაბექს!..

„იმედის“ დიდ ოჯახს უნდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელმაც ახალი ცხოვრება მაჩუქა – ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.

ამ დიდი ოჯახის წევრები კი ქმნიან თქვენთვის იმ გრანდიოზულ სანახაობას , რომლითაც თქვენ ტკბებით და თვალს ადევნებთ ტელეეკრანებიდან. უსაზღვრო მადლობა ამ ოჯახის საყრდენს, მაკა ლომიძეს!..

ნოე სულაბერიძე, შენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემი წინსვლის მოტივატორი იყავი და მთელი 2 სეზონის მანძილზე გჯეროდა ჩემი!..

ზურა ფანქველაშვილს, პროექტის მთავარ რეჟისორს უდიდესი მადლობა, პროფესიონალიზმისთვის და იმისთვის რომ მაძლევთ საშუალებას განვვითარდე, ვისწავლო და გავიზარდო!..

ამ გრანდიოზულ პროექტზე კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებსაც თქვენ ტელეეკრანებზე ვერ ხედავთ, მაგრამ მათი შრომა კოლოსალურია და მათი წვლილის გარეშე პროექტი ვერ იარსებებდა.

არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ იცოდეთ, რომ ყველა უკლებლივ მიყვარხართ და უდიდეს პატივს ვცემ თქვენს უზარმაზარ შრომას.

ყოველთვის ვიტყვი, რომ სიგიჟემდე მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მადლიერი ვარ ყველა იმ გარემოების, რომელმაც მომცა საშუალება, ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ.
ჩემს ოჯახს უდიდესი მადლობა, რომელსაც წამითაც არ შეუტანია ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში და ყოველთვის იქ მახვედრებდენ ყავარჯენს, სადაც ყველაზე საჭირო იყო!..“

ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ

ვიდეო: გია ჯაჯანიძემ ბაბი კირკიტაძეს პირდაპირ ეთერში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა – „მინდოდა, ფინალშივე გადამეცა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები