LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანმა თურქეთის ფინანსთა მინისტრს ლირას გაუფასურება არ აპატია და თანამდებობიდან მოხსნა

87
erdoghan

ლირას გაუფასურების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლუტფი ელვანის ნაცვლად, ერდორანმა მინისტრის პორტფელი ნურედინ ნებატის ჩააბარა, რომელიც ამავე უწყებაში აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შესაბამისი ბრძანება თურქეთის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა 70%-ით არის გაუფასურებული. ამ ეტაპზე, 1 აშშ დოლარი 13,38 თურქული ლირა ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები