LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანმა ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა

105

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერმინისტრს ტერორისტი უწოდა. ამის შესახებ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში, რადენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრი ოკუპანტივით იქცევა. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ.

სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერი წერს, რომ მას, ვისაც კვიპროსის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს და ქურთების ტერიტორიაზე შეიჭრა – ღირებულებებსა და მორალზე საუბრის უფლება არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები