თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, შვედეთმა იარაღი მიაწოდა ტერორისტებს, რომლებმაც თურქეთში თავდასხმები განახორციელეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NEXTA ავრცელებს.
მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მას დადებითი შეხედულებები არ აქვს. გამოცემა Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა ისაუბრა, რომ სკანდინავიური ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია.“
„ჩვენ ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს დადებითი შეხედულებები“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.