LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ნამდვილად ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ

104
erdoghan

“ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ნამდვილად ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინეთთან და შვედეთთან ნატოში გაწევრიანების შესახებ არ იყო მოსალოდნელ დონეზე და ანკარა დადებით პასუხს ვერ გასცემს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნებს.

„ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ნამდვილად ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ. ისინი [ფინეთი და შვედეთი] არ არიან პატიოსნები და გულწრფელები. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომა იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც კვებავენ ასეთ ტერორისტებს ნატოში, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციაა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები