LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: დადებითი შეხედულებები არ გვაქვს

118
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მას დადებითი შეხედულებები არ აქვს. გამოცემა Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა ისაუბრა, რომ სკანდინავიური ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია.“

„ჩვენ ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს დადებითი შეხედულებები“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ალიანსის საბერძნეთის წევრად მიღება შეცდომა იყო. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ.

„როგორც თურქეთს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. არ შეიძლება ჩვენ მომხრეები ვიყოთ.“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს.

იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას NATO-ში თბილად მიესალმებიან – რატომ ეწინააღმდეგება პროცესს და რა ახალ საფრთხეზე ალაპარაკდა რუსეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები