LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი აღმოსავლეთ იერუსალიმში თურქეთის საელჩოს გახსნა გეგმავს

101

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ქვეყნის საელჩოს გახსნის,ამის შესახებ   The Guardian წერს. რამდენიმე დღის წინ მან მსოფლიოს მოუწოდა, რომ პალესტინის დედაქალაქად ისრაელი ეღიარებინათ. უცხო ქვეყნის საელჩოები, მათ შორის თურქეთის, თელ-ავივში არის განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია როგორ აპირებს ამის გაკეთებას ერდოღანი, რადგანაც იერუსალიმს მთლიანად ისრაელი აკონტროლებს.

 

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს ” დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას”.

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გამართეს.